“Babyland"-ის სიახლეები:

გაიხსნა შაბათ-კვირის კურსები და 2010 წლის 10 აგვისტოდან ცხადდება ბავშვების მიღება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: 3-დან 4 წლამდე, 5-დან 6-მდე, 7-დან 8-მდე და 9-დან 10-მდე;

2010 წლის 10 აგვისტოდან ცხადდება ბავშვების მიღება კვირაში სამჯერად კურსებზე შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში: 3-დან 4 წლამდე, 5-დან 6-მდე, 7-დან 8-მდე და 9-დან 10-მდე;

2007 წლის სექტემბრიდან დაგვემატა ახალი საგნები: რუსული ენა, ხატვა, მუსიკა (ინდივიდუალურად);

ყველა ვინც გადაიხდის წინასწარ ერთ-წლიან საფასურს მიიღებს 10% ფასდაკლებას;

“Babyland”-ში კურსების დამთავრების შემდგომ ბავშვები გაივლიან 15-დღიან კურსს ბრიტანეთში;

 


ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ბავშვებისთვის

’’Playway 1’’ საფეხური

ხანგრძლივობა:
1 წელი

აღწერა:
კურსის ამ საფეხურზე ბავშვი ეცნობა ენის საფუძვლებს, უვითარდება ელემენტარული უნარ-ჩვევები საუბრისთვის, იძენს აუცილებელ სიტყვათა მარაგს (ცხოველები, ფერები, სათამაშოები, სხეულის ნაწილები, ხილი, ბოსტნეული, ტანისამოსი).
ამ კურსით გათვალისწინებული პროგრამა გააცნობს ბავშვს ინგლისური გრამატიკის საწყისებს.

კურსის დასრულებისას ბავშვს ეცოდინება:
მისალმება, თავის წარდგენა, დამშვიდობება.
მადლობის გადახდა, კითხვის დასმა და პასუხის გაცემა.
თვლა 10-მდე

’’Playway 2’’ საფეხური

ხანგრძლივობა:
1 წელი

აღწერა:
ამ კურსით ბავშვი აგრძელებს ინგლისური ენის გაცნობას, დახვეწას, აფართოებს ელემენტარულ სალაპრაკო თემებს და მრავალფეროვანი ხდება მისი სალაპარაკო ლექსიკა, იწყებს მიღებული ცოდნის აქტიურ გამოყნებას პრაქტიკაში.
ეს საფეხური ითვალისწინებს ანბანის გაცნობას, ინგლისურად კითხვის დაწყებას, დაგროვილი ცოდნის გააქტიურებას და ახლის შეძენა.

კურსის დასრულებისას ბავშვს ეცოდინება:
ნაცნობი თემების პრაქტიკულად გამოყენება,
იოლი კითხვების დასმა,
კითხვის შებრუნება და პასუხის გაცემა,
სმენით აღქმა მარტივი თემებისა და დიალოგისა,
წინადადების ფორმირება (Let’s play)
თვლა 20-მდე
ინგლისური ანბანის ასოების ამოცნობა.

’’Playway 3’’ საფეხური

ხანგრძლივობა:
1 წელი

აღწერა:
ეს საფეხური ითვალისწინებს ბავშვის სურვილის მიხედვით ინგლისურად საუბრის შესაძლებლობას. შეგრძნებების, გარეგნობის აღწერას, ქალაქის რუკაზე ორიენტირებას და სხვა ქვეყნის კულტურის შესწავლას.

კურსის დასრულებისას ბავშვს ეცოდინება:
კითხვის დასმა და მსჯელობის საფუძველზე დასკვნის გამოტანა.
სიტუაციისა და დავლების შესაბამისად სიტყვათა მარაგის გამოყენება.
მუშაობა შემდეგი თემების მიხედვით: გაგება, მოყოლა და ძირითადი აზრის გამოტანა.
ტექსტის კითხვა და მასში გამოტოვებული სიტყვების შევსება, შესაბამისი გრამატიკული ფორმით.
თექსტის გარჩევა როლის თამაშისთვის სურათების დახმარებით.
შესბამისი სიტყვებითა და წინადადებებით სურათების აღწერა.
თანხმობის ან უარყოფის გამოხატვა.

‘’Playway 4’’ საფეხური

ხანგრძლივობა:
1 წელი

აღწერა:
ამ საფეხურის მიხედვით ბავშვი სწავლობს კითხვითი, უარყოფითი და ბრძანებითი წინადადებების გრამატიკულად სწორი ფორმების ჩამოყალიბებას. ეცნობა ინგლისურენოვანი ქვეყნების კულტურას, დედაქალაქებს და სიმბოლიკას.

კურსის დასრულებისას ბავშვს ეცოდინება:
ტექსტის ანალიზი და შეცდომების გასწორება
დიალოგის და ტექსტის ფორმირება
განავითარებს ლოგიკურ აზროვნებას თამაშების და ამოცანების საშუალებით.